LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანულ-ესპანური ინვესტიციით მეიდანზე ბუტიკ-ჰოტელი გაიხსნა

102

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ესპანელმა ბიზნესმენმა ალეხანდრო პასტრადიმიტრი ნა-მოლერომ თბილისის ისტორიულ უბანში, მეიდანზე მაღალი კლასის ბუტიკ-ჰოტელი Maison Boutique Hotel საზეიმოდ გახსნეს. სასტუმროს გახსნას ასევე დაესწრო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს სასტუმროს ინტერიერი და ნომრები, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულმა იტალიელმა არქიტექტორმა ჰემბერტ პენარანდამ დააპროექტა. უშუალოდ სასტუმროს შენობა მე-19 საუკუნეში აგებული კულტურული ძეგლს წარმოადგენს, რომლის ფასადიც აღნიშნული ეპოქის შესაბამისად იქნა შენარჩუნებული.

სასტუმროში, რომელიც ამჟამად 14 – ნომრიანია, 3,5 მლნ ლარზე მეტი გერმანული და ესპანური ინვესტიცია განხორციელდა. სამომავლოდ, იგეგმება დამატებით 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება და სასტუმროს 25 ნომრამდე შევსება, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზის, აუზის, სპა-ცენტრის და რესტორნის დამატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები