LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანული KfW საქართველოში 318 მლნ ევროს პროექტებს დააფინანსებს

39

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დელეგაციას შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ გერმანიის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი განვითარების პარტნიორია და მხარს უჭერს ქვეყნის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ინფრასტრუქტურაში, გარემოს დაცვასა და აგროსექტორში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ KfW-ს მხარდაჭერით 2018 – 2020 წლებში დაფინანსდება 318 მლნ ევროს ღირებულების პროექტები, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ჯვარი-წყალტუბო-ახალციხის 500 კვტ გადამცემი ხაზის და სხვა ენერგოობიექტების მშენებლობას. ამასთან, მხარეებმა ასევე ისაუბრეს GIZ-ის მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის განვითარებაზე, კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში გერმანიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების სამომავლო გეგმებსა და ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები