LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანული მედია ქართულ საფრთხეზე წერს – „საეჭვოა, რატომ გახდა ეს ინფორმაცია ახლა ზეაქტუალური…“

71

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰპოვა ვენაში მცხოვრები სალომე სალაძის სტატუსმა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ბოლო ორი დღეა, გერმანიაში მედიით აქტიურად შუქდება ქართველებთან დაკავშირებული თემა.კერძოდ, წერენ, რომ ქართველები არიან პირველები გერმანიაში ორგანიზებული დანაშაულებების ჩადენის კუთხით.

„ორი დღეა გერმანული მედიით – ტელევიზიით, ჟურნალ-გაზეთებით აქტიურად შუქდება ინფორმაცია, რომ საქართველოდან ძალიან დიდი საფრთხე მოდის ქართული მაფიის სახით და რომ ქართველები პირველ ადგილზე არიან გერმანიის მასშტაბით ორგანიზებული დანაშაულებების ჩადენის რაოდენობის მიხედვით.

წერენ, რომ უამრავი ქართველი ჩამოდის ე.წ. „აზულად“ (ლტოლვილად) და შემდეგ ისინი ძარცვავენ ყველაფერს, საიუველირო მაღაზიებიდან დაწყებული, აფთიაქებით დამთავრებული. წერენ, რომ ევროპა უნდა ერიდოს ამ ქვეყანას, რომ არაფრით არ შეიძლება ევროკავშირში ჩვენი შეშვება… მერე ჩაჰყვები კომენტარებს და გული გაგისკდება იმხელა აგრესიაა ქართველების მიმართ…

12919193_10207867158129954_413638057_nდღეს ჩემი გერმანელი მეგობრები ერთმანეთის მიყოლებით, სინანულით მიგზავნიდნენ სხვადასხვა გაზეთში გამოქვეყნებულ ამ ინფორმაციას. ეს ყველაფერი გულსატკენია, ასეულობით ქართველი, რომელიც აქ ცხოვრობს, ცდილობს, საქართველო ევროპულ საზოგადოებას საუკეთესო კუთხით დაანახოს, იღწვიან, ათას სიკარგეს აკეთებენ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ კრიმინალური შემთხვევები ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენი მონდომება.

ბუნებრივია, გამიზნულად არ ვაზიარებ არც ერთ სტატიას, რომ გააზრებულად თუ გაუაზრებლად არ შევუწყო ხელი აქაურ საზოგადოებაში ჩემი ქვეყნისადმი ზიზღის გაღვივებას.

თუმცა, ჩემთვის ცოტა საეჭვოა, რომ ეს ინფორმაცია ახლა გახდა ზეაქტუალური, როცა ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი გადამწყვეტ ფაზაშია შესული. არ მინდა, ვისაუბრო ჩემს ეჭვებზე, რატომ და ვის მიერაა ეს ახლა ხელშეწყობილი, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენც ძალიან კარგად ვიცით რა ხდება, როგორი კრიტიკული სიტუაცია გვაქვს ამ მხრივ გერმანიაში და ის, თუ რამდენად დიდია ქართველების მიერ აქ ჩადენილი დანაშაულებების რაოდენობა.

უბრალოდ, გთხოვთ მთელი დღის განმავლობაში ნუ ატრიალებთ თქვენს გვერდზე ამ გერმანულენოვან ლინკებს, რადგან თავისდაუნებურად პიარდება ეს ინფორმაცია და ხვალ ბევრად მეტი გერმანელი შემოგვხედავს როგორც ერს და ქვეყანას ეჭვის და ზიზღის თვალით, ვიდრე დღეს, თორემ ის ყველამ ვიცით, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა თითოეულ ჩვენგანს, როგორც ინდივიდს ჩვენი პირვნული მახასიათებლების დამსახურებით ნაცნობ გერმანელებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს და მსგავსმა ფაქტებმა არანაირი გავლენა არ მოახდინოს ჩვენს და მათ ურთიერთობაზე…“ – წერს ვენაში მცხოვრები ქართველი სოციალურ ქსელში.

12910964_10207867158089953_1793015108_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები