LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანულმა სასტუმრომ დონალდ ტრამპი უარით გაისტუმრა

101

გერმანულმა სასტუმრომ ტრამპის მიღებაზე უარი განაცხადა. ამერიკის პრეზიდენტის დელეგაცია უახლოეს მომავალში ჰამბურგს ეწვევა, რათა G20 სამიტს დაესწროს. დიპლომატები გეგმავდნენ, რომ Four Seasons-ის ქსელის სასტუმროში დაბინავებულიყვნენ, თუმცა სასტუმროს ადმინისტრაციამ ტრამპისა და მისი თანმხლები პირების მიღებაზე უარი განაცხადა. ხოლო, თუ რა გახდა უარის მიზეზი, ამას გერმანული გამოცემები არ აზუსტებენ. პრეზიდენტს ღამის გათენება სავარაუდოდ, ისევ ბერლინში მოუწევს, რადგან შესაბამისი დონის აპარტამენტები მხოლოდ იქ მოიძებნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები