LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღამის 23:30 საათიდან 00:00 საათამდე მეტეხის გვირაბი ორთაჭალის მიმართულებით გადაიკეტება

103

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 თებერვალს, ღამის 23:30 საათიდან 00:00 საათამდე მეტეხის გვირაბი ორთაჭალის მიმართულებით გადაიკეტება, ხოლო 00:00 საათიდან 00:30 საათამდე – ორთაჭალიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით. ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
აღნიშნულ პერიოდში, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გადამწვარი ნათურების გამოცვლას განახორციელებს.
თბილისის მერია შეფერხებისთვის ბოდიშს იხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები