LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღამის სერენადები“ 27 აგვისტოდან 4 სექტემბრის ფარგლებში გაიმართება

74

ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ წელს „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, 27 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ის ბათუმში, ანაკლიასა და თბილისში ჩაივლის. 4 სექტემბერს, დასკვნითი გალაკონცერტი, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება, ლიანა ისაკაძის 70 წლის იუბილეს მიეძღვნება.

მუსიკალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს, 23 აგვისტოს, საქართველოს კულტურის სამინისტროსი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თავად ცნობილინ მუსიკოსიც ესწრებოდა. როგორც ლიანა ისაკაძემ აღნიშნა, ეს ფესტივალი 1982 წელს დაფუძნდა და ბიჭვინთაში ჩატარდა, მისი ძალიან დიდი სურვილია, რომ „ღამის სერენადები“ კვლავ ბიჭვინთაში იმართებოდეს… მუსიკოსი მოხარულია, რომ წელს ანაკლიაშიც გაიმართება კონცერტი, რადგან ეს საზღვაო კურორტი აფხაზეთთან ძალიან ახლოსაა.

რაც შეეხება თავად ფესტივალს, მასში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები მიიღებენ, ასევე მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“, რომელიც ლიანა ისაკაძის ინიციატივით შეიქმნა.

unnamed (1)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები