LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში დაიწყო

40

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, ტალინში იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ესტონელ კოლეგასთან, ტაავი რიივასთან. მხარეები გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციას მედიისთვის.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ესტონეთის პრეზიდენტს ტომას ჰენრიკ ილვესს და პარლამენტის პრეზიდენტს ეიკი ნესტორს.

ქართული დელეგაციის ვიზიტის დროს, ტალინში ,,თბილისობა 2015” გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები