LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღებავს თუ არა პურს „ლიტვური საცხობი“ – სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება…

1390

მცირე ხნის წინ ერთ-ერთმა „ფეისბუქ“-მომხმარებელმა ეს ფოტო გამოაქვეყნა და წააწერა: „არ ღებავენ“. ფოტომ სოციალური ქსელი მოიარა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ შავი და რუხი პურები სინამდვილეში თეთრი პურია, რომელსაც ღებავენ.

„ფორტუნა“ ლიტვური საცხობის წარმომადგენელს დაუკავშირდა კომენტარისთვის. როგორც ის ამბობს, მათ ბრენდს ხშირად აყალბებენ და ამის გამო საქმე სასამართლოშია.

28328394-7ce8-4e34-ac5e-f684e15512ef

თაკო დათუკაშვილი, „ლიტვური საცხობის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი:

„ფეისბუქში“ ამ ფოტოს გამოჩენისთანავე, დავუკავშირდით ინტერნეტმომხმარებელს, რომელმაც ეს ფოტო გაავრცელა. მან გვითხრა, რომ არც პური და არც ეტიკეტი ჰქონდა შენახული, რომ წაგვეღო ლაბორატორიაში და დაგვემტკიცებინა, რომ ეს ჩვენი პური არ იყო. ბევრი კომპანია, არ მინდა დავასახელო, სარგებლობს „ლიტვურის“ სახელით. არიან მწარმოებლები, რომლებმაც ჩვენი ეტიკეტის პირდაპირი ასლი გააკეთეს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიჩივლეთ სასამართლოში და საქმეს ბოლომდე მივყვებით. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, არის ის, რომ მარკეტინგული ნაბიჯებით დავამახსოვროთ მომხმარებელს ჩვენი ეტიკეტი, რომელიც არის რძისფერი და ლიტვური საცხობის ლოგოტიპი აქვს დატანილი, რაც გაყალბებულ ვერსიებში არ გვხვდება.

მთავარი, რაც გვინდა მომხმარებლებს ვუთხრათ, ჩვენ პურს არ ვღებავთ და ამის დასამტკიცებლად, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ნამდვილად ჩვენი პური, ორასგრამიან წყლიან ჭიქაში ჩააგდოს პურის ორი კუბიკი და თუკი ის შეღებილია, წყალი შეიღებება.

ჩვენ დამატებით ღონისძიებებს გავატარებთ, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც აყალბებენ ჩვენს ეტიკეტებსა და პურს. რეალურად კი ჩვენი ეტიკეტი ასე გამოიყურება.

b3c99bb7-b150-443f-9927-c397821b7a28

მას შემდეგ, რაც „ფორტუნამ“ ეს კომენტარი ჩაწერა, სოციალურ ქსელში ვნახეთ ნიკა კორტავას მიერ გავრცელებული კიდევ ორი ფოტო, სადაც ჩანს, რომ ზუსტად ასეთი ეტიკეტით, რომელიც „ლიტვურ საცხობს“ აქვს, შეიძინა შავი პური, რომელიც ასევე შეღებილი აღმოჩნდა.

Capture

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები