LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღმერთმა გვაშოროს ომი“ – რა საფრთხეს ხედავს პრეზიდენტი ახალ კონსტიტუციაში

79

„ქვეყანას ქმედითი მთავარსარდალი უნდა ჰყავდეს და არა ნოტარიუსი“ – განცხადება პრეზიდენტმა სოხუმის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა იმ პრობლემებზე და საფრთხეებზე ისაუბრა, რაც კონსტიტუციის ახალი პროექტით გათვალისწინებული არ არის.

„პოლიტიკაში დომინანტი არის ხალხის ნება. თუ ხალხს უნდა… ამაზე აღარავინ დაობს. თუ ხალხს უნდა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული, რომელი ფორმულებით უნდა დამიმტკიცო, რომ ეს არის არასწორი? ქვეყანას რომელსაც ამდენი გამოწვევა აქვს,  ქმედითი მთავარსარდალი უნდა ჰყავდეს.  კონსტიტუციის ახალ ვერსიაში, მთავარსარდალს, ომის გამოცხადების შესახებ, პრემიერი უგზავნის წერილს,  მთავარსარდალი ნოტარიუსივით მოაწერს ხელს და გადაუგზავნის უკან. მთავარსარდალს არ ჰყავს უშიშროების საბჭო, არ აქვს კითხვის დასმის საშუალება და მედიისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე,  აწერს ხელს  პრემიერის წერილს. მე არ ვიცი პრეცედენტი, სად შეიძლება ასეთი რამ მოხდეს. ღმერთმა გვაშოროს ომი, მაგრამ ასეთი სირთულის ჩადება, ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პოპულალურები