LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინის დიდებული რეგიონი: CNN კახეთზე წერს

22

პორტუგალიის, კანადის, სამხრეთ აფრიკის, კანარის კუნძულების, იტალიისა და სხვა ქვეყნების ცნობილი რეგიონების გვერდით კახეთიც მოხვდა.

სტატიას სახელწოდებით „ღვინის 11 დიდებული რეგიონი, რომელთა შესახებაც შესაძლოა, არასდროს გსმენიათ“ – CNN აქვეყნებს. პოპულარული გამოცემა ღვინის 11 დიდებულ რეგიონს შორის საქართველოსაც ასახელებს და წერს, რომ ეს ქვეყანა მსოფლიოში ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძველესი რეგიონია.

„საქართველო, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, ცნობილია არა წვნიანი ატმით, არამედ ყურძნის ნაისახეობებით. ქვეყანა მსოფლიოში ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძველესი რეგიონია. არქეოლოგებმა აქ ღვინის დამზადების მტკიცებულება აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენს ერამდე 6 000 წლით თარიღდება”, – აღნიშნას CNN და წერს, რომ საქართველოში ყველაზე ცნობილი ღვინის რეგონი კახეთია.

გამოცემა საქართველოში ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზეც წერს და განმარტავს, რომ აქ ყურძნის დუღილი თიხის ჭურჭელში, ე.წ ქვევრში ხდება, შედეგად მიღებული ტკბილი გემო კი დასავლური ღვინოს არომატისგან განსხვავებულია.

ცნობისთვის, CNN-ის მიერ შედგენილი სია – „ღვინის 11 დიდებული რეგიონი” აერთიანებს: მიანმარის, სლოვენიის, პორტუგალიის, კანადის, ნიუ იორკის, სამხრეთ აფრიკის, კანარის კუნძულების, იტალიის, კალიფორნიისა და ვისკონსინის შტატების რეგიონებს. ბუნებრივია, ამ სიაშია საქართველოც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები