LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინის მაღაზია-სალონი, სადეგუსტაციო დარბაზი და ტურისტული ინფრასტრუქტურა – ახალი ობიექტი KTW-სგან

588

ღვინის მაღაზია-სალონი, სადეგუსტაციო დარბაზდა კეთილმოწყობილტურისტულინფრასტრუქტურა – კახეთში ახალი ტურისტული კომპლექსი – KTW-ს „ღვინის სახლი“ გაიხსნა.

ობიექტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარეობს და აქ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, მოინახულონ KTW-ს ღვინის ქარხანა და გაეცნონ ღვინის წარმოების 8000-წლოვან ტრადიციას, მონაწილეობა მიიღონ ღვინის დეგუსტაციაში და ქართული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ „ქართულ ეზოში“ უშუალოდ  ჩაერთონ კულინარიულ მასტერ-კლასებში.

როგორც ფორტუნას”KTW ჯგუფის დამფუძნებელმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, KTW-ღვინის სახლიწარმოადგენს კომპანიის მორიგ პროექტს, რომელსაც საფუძვლად უდევს KTW-ჯგუფის უკვე არსებული ობიექტების მიმართ მაღალი ინტერესი და ტურისტული ნაკადის ზრდა ქვეყანაში.

„ვიმედოვნებთ, რომ ახალი „ღვინის სახლი“ პატარძეულში ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის მნიშვნელოვანი და მიმზიდველი ტურისტული კომპლექსი გახდება. ამასთან, ჩვენი ახალი ინვესტიცია ხელს შეუწყობს, როგორც ღვინის ტურიზმის განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ზრდას.”, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ფორტუნასთან” საუბრისას, KTW ჯგუფის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ კომპანია განვითარებას კვლავ განაგრძობს, როგორც ღვინის წარმოების კუთხით, ისე ტურისტული მიმართულებით.

„სერიოზულ ინვესტიციას ვაკეთებთ ღვინის წარმოების მიმართულებით, ახალი საჩამომსხმელო 2 ხაზი ემატება, როგორც პატარძეულში, ისე მანავში. ასევე წელს დავიწყეთ აქტიურად ვენახების გაშენება. სიახლეები გვექნება სასტუმროების ბიზნესის მიმართულებითაც- ამ სექტორში კიდევ უფრო აქტიურად ვგეგმავთ პოზიციონირებას.  როგორც იცით, უკვე გავხსენით სოფელ ახაშენში სასტუმრო Akhasheni Wine Resort, რომელიც როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ვიზიტორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გვაქვს მიმდინარე პროექტებიც სასტუმროების ბიზნესში, რომლებსაც ვახორციელებთ სხვადასხვა რეგიონში”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ქართულ ღვინოს და ალკოჰოლურ სასმელებს 2001 წლიდან აწარმოებს და დღემდე ლიდერი კომპანიის პოზიციას ინარჩუნებს. კომპანიამ სოფელ პატარძეულში ინვესტირება 2013 წელს ღვინის ქარნის მშენებლობით დაიწყო. სამაცივრე ტექნოლოგიით აღჭურვილი ქარხანა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ყოველწლიურად 13 მილიონ ბოთლ ღვინოს და ბრენდს აწარმოებს, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია წარმოების 20 მილიონ ბოთლამდე გაზრდა. პროდუქცია ექსპორტზე 21-მდე ქვეყანაში გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები