LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინის, ყველის, ყვავილების კომპანიები მთაწმინდის პარკში პროდუქციას წარმოადგენენ

104

7 და 8 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში თბილისობის დღესასწაული აღინიშნება. როგორც ”ფორტუნას” პარკის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სადღესასწაულო განწყობა იწყება ფუნიკულიორის ტრამვაიდან, სადაც მოეწყობა თემატური კუთხე. სტუმრებს მოემსახურებიან ეროვნულ სამოსში ჩაცმული ოპერატორები.

მათივე ინფორმაციით, პარკის ცენტრალური მოედანი გაფორმებული  დეკორაციებით, ხილით, ყვავილებით. მოედანზე არსებულ სცენასა და პარკის ამფითეატრში ორივე დღეს 15:00 საათიდან გაიმართება ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები.

მთაწმინდის პარკის ცენტრალურ მოედანზე თავიანთ პროდუქციას წარმოადგენენ ღვინის, ყველის, ყვავილების კომპანიები. პარალელურად მოხდება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები