LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ცერცვაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

77

ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რასაც სასამართლო დარბაზში პროტესტი მოყვა.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ პირველმა ინსტანციამ შესაბამისი დოკუმენტია სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გადაგზავნა.

გია ცერცვაძის განაჩენს მისი მეუღლე და თანამებრძოლები სააპელაციო სასამართლოში ელოდებოდნენ. სასამართლოში იმყოფებოდნენ უკრაინელი სამხედროებიც.

დღეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე იმსჯელა, რომლის მიხედვითაც გია ცერცვაძეს 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

შემდეგი სხდომა კიევის სააპელაციო სასამართლოში 3 თებერვალს გაიმართება.

ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით იქნა დაკავებული. გია ცერცვაძე უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს.

ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს თითქოს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე კი საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა. რუსეთის მიერ, უკრაინაში გადაგზავნილი საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობაში ედება ბრალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები