LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ცერცვაძეს ხუთშაბათს გაათავისუფლებენ – გივი თარგამაძე

63

ქართველ სპეცრაზმელს გია ცერცვაძეს, პატიმრობიდან ხუთშაბათს გაათავისუფლებენ, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავარმა პროკურორმა იური ლუცენკომ, საპარლამენტო უმცირესობის წევრს გივი თარგამაძეს დაუდასტურა.

გივი თარგამაძემ იური ლუცენკოსთან საუბრის დეტალების შესახებ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა და დაკავებული სპეცრაზმელის გია ცერცვაძის მეუღლეს აცნობა, რომ ცერცვაძეს ხუთშაბათს გაათავისუფლებენ.

გივი თარგამაძის თქმით, უკრაინის მთავრი პროკურორი უკრაინის ქართული ლეგიონიდან წერილს ელოდება, რომელიც დაადასტურებს, რომ სპეცრაზმელი გია ცერცვაძე რუსეთ-უკრაინის ომის დროს, უკრაინელ ჯარისკაცებს დახმარებას უწევდა, სწორედ ეს დაედება საფუძვლად ცერცვაძის გათავისუფლებას.

გადაცემა “არჩევანი” ქართული ლეგიონის ხელმღვანელს, მამუკა მამულაშვილს დაუკავშირდა, მისი თქმით ამ ეტაპზე მზადდება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პროკურორს გადაეგზავნება და დაადასტურებს, რომ ცერცვაძე უკრაინის ომში უკრაინის მხარეზე ნამდვილად იბრძოდა.

„უნდა დაგვედასტურებინა, რომ ეს ადამიანი ნამდვილად იბრძოდა უკრაინის მხარეზე. ეს წერილი მზადდება ახლა და გადაეცემა პროკურორს,“ – აცხადებს მამუკა მამულაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები