LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გია ცერცვაძის სიცოცხლის გადასარჩენად” ენმ აქციას გამართავს

57

“ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ გია ცერცვაძის საქმეზე რუსეთთან აქტიურად ითანამშრომლა და “მტერს გადასცა ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცის შესახებ”, ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“2017 წლის 15 იანვარს რუსეთის დავალებით და საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი ხელშეწყობით, უკრაინის ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს ჯარისკაცი, აფხაზეთის და სამაჩაბლოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, ვიცე პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე.

რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს ვიცე პოლკოვნიკის რუსეთისთვის გადაცემას, რაც გიორგი ცერცვაძისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასია.

ცერცვაძე დაკავებულია გამოგონილი ბრალდების საფუძველზე, თითქოსდა 13 წლის წინ რუსეთში ჩადენილი დანაშაულის გამო.

რუსეთის აღნიშნული ქმედება არის იმ პრაქტიკის გაგრძელება, რომელსაც პუტინი მიმართავს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ქართველი სამხედროების წინააღმდეგ და რაც მიზნად ისახავს მათ ხელში ჩაგდებას შურისძიების და სამაგალითოდ დასჯის მიზნით.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებმა დაადასტურა საზოგადოების ეჭვი იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ არა მხოლოდ შეგნებულად არ გააფრთხილა ქართველი ჯარისკაცი დაკავებისა და რუსეთისთვის გადაცემის საფრთხის შესახებ, არამედ აქტიურად ითანამშრომლა მტერთან და გადასცა რუსეთს საიდუმლო ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცის შესახებ, რითიც ჩაიდინა სახელმწიფოებრივი ღალატის აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იწყებს საპროტესტო კამპანიას ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლის გადასარჩენად.

ხვალ, 24 იანვარს, 18.00 საათზე, ორთაჭალაში, შსს შენობასთან გაიმართება პირველი საპროტესტო აქცია.

პასუხი მოვთხოვოთ მოღალატე ხელისუფლებას! გადავარჩინოთ გია ცერცვაძის სიცოცხლე!” – ნათქვამია განცხადებაში.

პოპულალურები