LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია კორკოტაშვილი გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

89

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, გია კორკოტაშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გია კორკოტაშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოკითხვაზეა გადაყვანილი გიორგი გაბედავა. 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, თუმცა ნეოფაშისტური ჯგუფების მუქარის გამო, ლგბტ თემის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა დაანონსებული აქცია გააუქმეს.

მიუხედავად ამისა, მოქალაქეების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიას და ტრანსფობიას მაინც გააპროტესტებს, თუმცა იქ ადამიანები საკუთარი გადაწყვეტილებით მიდიან.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებას გეგმავენ “ქართული იდეის“ წარმომადგენლებიც. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი აცხადებს, „ქართული იდეის“ წევრები და მათი მომხრეები ადმინისტრაციასთან პრევენციის მიზნით შეიკრიბებიან.

მისი თქმით, ლგბტ თემის წარმომადგენლების გუშინდელი განცხადება ერთგვარი პასუხისმგებლობის მოხსნა იყო. კორკოტაშვილი ფიქრობს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შესაძლოა, მაინც შეიკრიბონ.