LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მაისაშვილის ცხედარი გამთენიისას თბილისში ჩამოასვენეს

54

პოლიტიკოსი და ლიდერთა სკოლის დამფუძნებელი, გია მაისაშვილი, გამთენიისას თბილისში ჩამოასვენეს. მაისაშვილის ცხედარს სიონის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც დღეს და ხვალ სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

მაისაშვილის ცხედარს სიონიდან 6 მარტს, 15:00 საათზე გამოასვენებენ და წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.

გია მაისაშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. მაისაშვილს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს.

პოლიტიკოსი ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები