LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა

177

გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, – ამის შესახებ მის “ფეისბუქ” გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა.

პოსტს თან ახლავს ფოტო, სადაც გია მაისაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად პალატაშია გადაღებული.

“გვინდა გაცნობოთ რომ ბოლო დროს გიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. ის ამჟამად იმყოფება სავადმყოფოში და მთელი ძალით იბრძვის სიცოცხლისათვის.

ის შემორტყმულია მისი ოჯახის წევრებით და თითეულ მის გულშემატკივარს გადმოგცემთ უღრმეს მადლობას.

თქვენი თანადგომა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამამხვნევებელი, და რაც მთავარია უზომო ენერგიის მიმცემი”, – ნათქვამია პოსტში.

ეკონომისტს, პოლიტოკოსს და საზოგადო მოღვაწეს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მომავლის პარტიის“დამფუძნებელს გია მაისაშვილს თავის ტვინში სიმსივნე აღმოაჩნდა. ის დაავადებას 2015 წლიდან ებრძვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები