LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მაისაშვილმა სიმსივნე დაამარცხა: „სიცოცხლემ სულ სხვა საზრისი შეიძინა…“

75

გია მაისაშვილმა გარკვეული პერიოდის წინ თავად დაწეა სოციალურ ქსელში, რომ მძიმე დაავადებას ებრძოდა. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, როგორც მეგობრებს ასევე „ფეისბუქის“ მეშვეობით ატყობინებს, სიმსივნე დაამარცხა და ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება.

„დიდი სიხარულითა და მადლიერებით ვატყობინებ მათ, ვინც ამდენი თვის განმავლობაში იზიარებდა ჩემს ბრძოლას და ჩვენთვის ლოცულობდა, დღეს საღამოს გადამიღეს გეგმური ტომოგრაფია თავზე. ყველაფერი სასიკეთოდაა, ტვინი აბსოლუტურად სუფთაა, სიმსივნე დამარცხებულია. დაე, დარჩეს სამარადისოდ დათრგუნულ დასამარებული, არაჩვეულებრივ ფორმაში ვარ, ჯანმრთელი სხეული იმარჯვებს, სიცოცხლეს გაუმარჯოს!

გენერალური შეტაკება გამარჯვებით დასრულდა,წინ დიდი მიზნებია და საბოლოო გამარჯვება! სიცოცხლემ სულ სხვა საზრისი შეიძინა, არა მატერიალური, ახლა მთავარი ისაა, რაც ჩვენი სიკვდილის შემდეგაც იცოცხლებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები