LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მაისაშვილს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

41

გია მაისაშვილს ამერიკიდან საქართველოში ხვალ, გამთენიისას ჩამოასვენებენ. ქართველ პოლიტიკოსს სიონის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.

ორი დღის განმავლობაში, ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 6 მარტს კი მას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში, (ხეთაგურის ქ. N 7) დაკრძალავენ.

გია მაისაშვილი 26 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ეკონომისტს, პოლიტოკოსს და საზოგადო მოღვაწეს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მომავლის პარტიის“დამფუძნებელს გია მაისაშვილს თავის ტვინში სიმსივნე აღმოაჩნდა. ის დაავადებას 2015 წლიდან ებრძოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები