LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია პედაგოგთა ტესტირებაზე – „მოსწავლეებმა მაინცდამაინც პარტია უნდა შექმნან, რომ მათი უფლებები დაცული იყოს?!

351

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზაფხულში მასწავლებელთა ტესტირება ჩაატარა. ცხრილში, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი მსჯელობის საგნად იქცა, ნაჩვენებია ტესტირების სავალალო შედეგები, რომლებიც შემდეგნაირია:

საგნების მიხედვით შედეგები კი ასე გამოიყურება:

ქართული ენა და ლიტერატურა VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 836 – ზღვარი წარმატებით გადალახა 376-მა;

მათემატიკა VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 971. ზღვარი წარმატებით გადალახა 383-მა;

ინგლისური ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 1278. ზღვარი წარმატებით დასძლია 471-მა;

რუსული ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 462. ზღვარი წარმატებით გადალახა 193-მა;

ისტორია VII –XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 877. ბარიერი გადალახა 259-მა;

გეოგრაფია VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 602. ზღვარი წარმატებით დასძლია 187-მა;

ფიზიკა VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 368, ბარიერი გადალახა 21-მა;

ქიმია VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 372. ზღვარი გადალახა 20-მა;

ბიოლოგია VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა 548, ზღვარი წარმატებით გადალახა 210-მა;

მათემატიკა I- VI კლასი – გამოცდაზე გავიდა 1676. ზღვარი წარმატებით დასძლია 271-მა;

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – გამოცდაზე გავიდა 519. ბარიერი გადალახა 89-მ;

მუსიკა – გამოცდაზე გავიდა 920. ზღვარი გადალახა 275-მა;

სპორტი – გამოცდაზე გასული 747 აპლიკანტიდან ზღვარი გადალახა 173-მა (იხილეთ ცხრილი).

14138461_1294473907259683_724662370_n

ამ შედეგებით შეშფოთებას უამრავი ადამიანი გამოთქვამს. მათ შორისაა პიარის სპეციალისტი, თეონა ბაღდავაძე, რომელიც წერს: „სავალდებულო რომ გახდეს ტესტირება, ალბათ 20 მასწავლებელი დარჩება ქვეყანაში სულ. მოკლედ, ტრადიციულად, ყველა ხელისუფლებას ტაქსისტების და მასწავლებლების ხმები სჭირდება და ასე გვახრჩობენ გამონაბოლქვით და უცოდინრობით“.

განათლების სფეროს ექსპერტი, პედაგოგი გია მურღულია კი ამ თემას ვრცელ სტატუსს ასევე „ფეისბუქზე“ უძღვნის და აღნიშნავს: „პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების ბოლო შედეგები – რაგინდარა ინტერპრეტაციითა („მაღალი სტანდარტებია“, „ტესტები არ ვარგა“, „მხოლოდ საგნის ცოდნა არ არის მასწავლებლობა“, „გამოცდა ყოველთვის სტრესია“ და ა.შ. ) თუ „მუნდირის“ დაცვის სურვილით – არ შეიძლება, პრინციპულად არ შეფასდეს. ქართული სახელმწიფო და ქართველი საზოგადოება სუსტი (ნაკლებად მცოდნე, არაკომპეტენტური…) მასწავლებლების მიმართ ლმობიერებას იჩენს ბავშვების ხარჯზე და ეს არ არის კარგი – მოსწავლეებმა მაინცდამაინც პარტია უნდა შექმნან, რომ მათი უფლებები და ინტერესები დაცული იყოს?! განა უფროსები არ უნდა ვფიქრობდეთ ამაზე?

ძალიან სერიოზული და ღრმა ანალიზი სჭირდება გამოცდების შედეგებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რადგან პედაგოგთა კომპეტენციის ნაკლებობა განათლების ხარისხის დეფიციტის მთავარი მიზეზია.

P.S. ვინმეს დისკრედიტაციასაც კი სჭირდება გარკვეული პირობები – პროფესიული უვიცობის დისკრედიტაცია უბრალოდ შეუძლებელია. ნამდვილად კარგი პედაგოგის დაცინვა კი ის არის, როდესაც მას ცუდთან ათანაბრებ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები