LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი – სამინისტროების ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან

18

სამინისტროების ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან, რაც ალბათ უნდა გაითვალისწინოს იმ ხალხმა, რომელიც დღეს მუშაობს და ისევ მობილიზებული იყვნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრისა და ბიუროს უმრავლესობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ადმინისტაციული ხარჯები შენარჩუნდება. „არის მსჯელობის პროცესი. ერთი, რაც შეიძლება დღეს დარწმუნებით ითქვას, ადმინისტაციული ხარჯები შენარჩუნდება. ეკონომიკური ზრდის პირობებებში, რასაკვირველია, ეს მოგვცემს სერიოზულ დანაზოგს. აქედან გამომდინარეობს ყველა ის დაპირება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, ეს ერთი და მეორე – ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან, რაც, ალბათ, უნდა გაითვალოსწინოს იმ ხალხმა, რომელიც დღეს მუშაობს და ისევ მობილიზებული იყვნენ, როგორც გუშინ.

ეკონომისტების მოსაზრება რასაკვირველია საინტერესოა. პრემიერ-მინისტრს არ აკლია კომპეტენცია იმისთვის, რომ დასაბუთებული პასუხი გასცეს, მაგრამ ნებისმიერი წინადადება და მოსაზრება განსახილველია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, კონსულტაციები 3 საათის განმავლობაში, ბიუროს ფორმატში მიმდინარეობდა. პროცესი ამავე ფორმატში ხვალაც გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები