LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ყანჩელის კინოსა და თეატრისთვის შექმნილ მუსიკას ანდრეა კორტესი შეასრულებს

151

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ფესტივალის – alla KONTRAPUNKT ფარგლებში, 12 მაისს რუსთველის თეატრის დიდი დარბაზი მსოფლიო პრემიერას უმასპინძლებს.

გია ყანჩელის  კინოსა და თეატრისთვის შექმნილ მუსიკას ვიოლინოსა და სიმებისთვის, იტალიელი მევიოლინე ანდრეა კორტესი შეასრულებს. „წერილები მეგობრებს“ – მაესტრო  საღამოს მეგობრებს უძღვნის.

„თითოეული პიესა ეძღვნება იმ ჩემს უახლოეს მეგობრებს, რომელთა გარეშე ჩემი ცხოვრება და შესაბამისად, ჩემი შემოქმედება იქნებოდა განსხვავებული. 25 მუსიკალური სახე წარმოადგენს მცდელობას იმ მადლიერების გამოხატვისა, რომელიც მე გამაჩნდა და გამაჩნია ყოველივე მათგანის მიმართ. მოხარული ვარ, რომ ამ ციკლის პირველი შესრულება შედგება რუსთაველის თეატრის სცენაზე, სადაც რობერტ სტურუასთან ერთად ნახევარი საუკუნე გავატარე. მადლიერი ვარ იტალიელი მევიოლინე ანდრეა კორტესის და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი ჯგუფის ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით”, – წერს გია ყანჩელი.

”იტალიელი მევიოლინე ანდრეა კორტესი თბილისს 12 მაისს გია ყანჩელის კინოსა და თეატრის მუსიკის შესასრულებლად ეწვევა.  იგი გახლავთ პროექტების Millenium Chamber Orchestra, Quartetto Mosaico და Collegium Tiberinum დამფუძნებელი, რომლის ფარგლებშიც ასრულებს მრავალფეროვან რეპერტუარს ბახიდან – თანამედროვე მუსიკამდე. მნიშვნელოვანია მისი უაღრესი ინტერესი თანამედროვე კომპოზიტორთა მიმართ, რომელთა ნაწარმოებების პრემიერებს ხშირად ასრულებს. თანამშრომლობდა და დღემდე თანამშრომლობს ისეთ კომპოზიტორებთან, როგორიცაა ჯოვანი სოლიმა, ენიო მორიკონე, ლუის ბაკალოვი და გია ყანჩელი. როგორც სოლისტს და კამერული ანსამბლის წევრს გამართული აქვს კონცერტები იტალიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, აშშ-სა და იაპონიაში. 2009 წლიდან მისი  თანამშრომლობა პიანისტ მარკო ვენტურისთან – იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო დუეტად არის დასახელებული. ანდრეა მრავალმხრივი მუსიკოსია და თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო შემსრულებელთან, მათ შორისაა სტინგი, რიკარდო მუტი, ელიზაბეთ ვოლფიში და სხვა”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

ფესტივალის ბილეთები და აბონემენტები იყიდება www.biletebi.ge-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები