LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ყანჩელმა ქორწინების  50 წლის იუბილე აღნიშნა (ფოტოგალერეა)

2282

82 წლის კომპოზიტორმა ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ქორწინების იუბილე აღნიშნა. ეს შესანიშნავი თარიღი ბატონ გიას მისმა მეგობრებმა მიულოცეს, მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეები და მისი სიმღერების შემსრულებლებიც, ლიზა ბაგრატიონი და ნატო მეტონიძე, ასევე დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი. სტუმრებს შორის იყო ასევე ნანი ბრეგვაძე… ბუბა კიკაბიძემ გია ყანჩელსა და მის მეუღლეს, ლულიას ლამაზი თაიგულები მიართვა. წყვილს დაქორწინებიდან 50 წელი შეუსრულდა.

გია ყანჩელმა ულამაზესი მეუღლის გაცნობის ისტორია ორი წლის წინ რადიო „ფორტუნასთან“ ასე გაიხსენა:

„პირველი ჰონორარი რომ ავიღე, სახლში რემონტის გაკეთება გადავწყვიტე. თუმცა წყალი შეწყდა და მუშებიც გამექცნენ, მოწყენილი ვიჯექი სახლში, როცა მეზობლად მცხოვრები ჩემი მეგობარი მოვიდა და მითხრა, „პირველ სართულზე ახალი მეზობლები გადმოვიდნენ, ორი და ცხოვრობს და წყალიც სულ აქვთო. რომელიმე თუ მოგეწონება, შეგიძლია, ცოლობა სთხოვო და შენთანაც სულ იქნება წყალიო”. ზაფხული იყო, ეზოში გადავიხედე და სწორედ ის ქალბატონი დავინახე, რომელიც უკვე 48 წელია ჩემ გვერდითაა. მოგვიანებით დავურეკე და ვუთხარი: „გარკვეული მიზეზების გამო ცოლად უნდა მოგიყვანოთ-მეთქი”. ყურმილი დამიკიდა და ასე გრძელდებოდა დაახლოებით ორი წელი, მერე, როგორც იქნა, დავითანხმე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები