LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეების შერჩევა დაიწყო

100

აჭარაში გიდების გადამზადების პროგრამის მონაწილეების შერჩევა დაიწყო. აჭარის ტურისტული პროდუქტების სააგენტოში ტრენინგის მონაწილეობის მსურველებს  28 აპრილის ჩათვლით შეარჩევენ. გასაუბრებაზე ყურადღება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებაზე, ენის ცოდნასა და მოტივაციაზე მახვილდება. გიდების გადამზადების პროგრამაში ჩართვის მსურველებს 28 აპრილამდე შეუძლიათ გაირონ გასაუბრება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

მაისიდან, შერჩეული 60  მოქმედი და დამწყები გიდი  მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით  გაივლიან ტრენინგებს.

  • მაჭახელას მარშრუტი + მაჭახელას დაცული ტერიტორია
  • ქედის ღვინის მარშრუტი+ მერისის მარშრუტი
  • მაღალმთიანი აჭარა _ ჩირუხის მარშრუტი , სხალთა – ხიხანის მარშრუტი, ხულო

გოდერძი – მწვანე ტბის მარშრუტი

  • დაცული ტერიტოერიები: კინტრიში, მტირალა, ისპანი + ფრინველებზე დაკვირვება  ( სახალვაშო- შუამთა )

ტრენინგების საშუალო ხანგძლივობა ორი კვირაა. ის მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სალექციო პროგრამას, რომელიც როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ასევე, უშუალოდ ტურისტულ მარშრუტებზე ჩატარდება. ტრენინგებს პროფესიონალი ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და ექსკურსიათმძღოლები ჩაატარებენ.

 

 

პოპულალურები