LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GIG „საქნახშირთან“ დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

114

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” “საქნახშირთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ იქამდე ვიდრე ხელისუფლებასთან დაიწყება მოლაპარაკებები, „საქნახშირის“ საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი შახტებში უზრუნველყოფს მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობის უწყვეტობას, რათა მოხდეს შახტებში უსაფრთხოების შესაბამისი დონის შენარჩუნება.

„ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” აცხადებს, რომ სანამ საქართველოს მთავრობასათან დაიწყება მოლაპარაკება კომპანია „საქნახშირის“ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის სამართლებრივ პროცედურებზე, „საქნახშირის“ საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი შახტებში უზრუნველყოფს მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობის უწყვეტობას, რათა მოხდეს შახტებში უსაფრთხოების შესაბამისი დონის შენარჩუნება. ამავდროულად, გარდამავალ პერიოდში ტყიბულის შახტების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით აუცილებლად მიგვაჩნია შახტების კონსერვაციის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან სათანადო უფლებამოსილების მქონე უწყებების ჩართულობის უზრუნველყოფა“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები