LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

75

“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერია და სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი,  ნიკა გვარამია, დაკითხვაზე დაიბარეს.

გამოძიებას შეკითხვები 2015 წელს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს.

„საქმე ეხება 2015 წელს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს სახელმწიფო გადატრიალებაზე 315-ე მუხლით. ეს არის ჩემი და სააკაშვილის ფარული ჩანაწერის საფუძველზე აღძრული საქმე. რატომ დღეს და რასთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით. ერთადერთი, რაც მითხრეს, არის ის, რომ უნდა გამაცნონ საქმის მასალები, რაც უცნაურია, მოწმეს საქმის მასალებს, როგორც წესი, არ აცნობენ. შეიძლება დამატებითი დაკითხვა სჭირდებოდეთ ან ბრალის დადგენილება უნდა გამაცნონ და ბრალდებულად მცნონ, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქმე, რომელზეც ნიკა გვარამია დაკითხვაზეა დაბარებული, 2015 წელს უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიხეილ სააკაშვილისა და გვარამიას სავარაუდო საუბრის ჩანაწერს ეხება. საქმე სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობის მუხლით არის აღძრული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბოკერია და გვარამია ხვალ უნდა გამოცხადდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები