LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერია: “იმ დროში გვაბრუნებს ივანიშვილი, სადაც არ გვიკვირდა ასეთი ამბები”

45

“იმ დროში გვაბრუნებს ივანიშვილი, სადაც არ გვიკვირდა ასეთი ამბები”,-ასე შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგა ბოკერიამ, ცოტახნისწინ, “პირიმზესთან” მომხდარი აფეთქება:

სხვა ადამიანები უფრო სერიოზულად არიან დაშავებული და მინდა, რომ გამოჯანმრთელდნენ. იმ დროში გვაბრუნებს ივანიშვილი, სადაც არ გვიკვირდა ასეთი ამბები. ეს არ არის იმათი პრობლემა, ვის წინააღმდეგაც იყო მიმართული ეს ყველაფერი.

ყველამ კარგად იცის, რომ გივი თარგამაძეს პოლიტიკურად დაპირისპირება სუს-თან და გოგაშვილთან ჰქონდა. ეს ფაქტია. ეჭვმიტანილი კი არა, ბრალდებული და განაჩენგამოტანილია ივანიშვილი და მისი გუნდი. სუს-ი აქციეს საკუთარ მარიონეტად.

ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ რამდენიმე დღეში ამ უფსკრულისკენ მიმავალი გზიდან ქვეყანა უნდა გადმოვიყვანოთ განვითარების გზაზე.

შეგახსენებთ, ცოტახნისწინ, ბარათაშვილის ხიდთან “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, გივი თარგამაძის მანქანა  დანაღმული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები