LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას და ირაკლი შოთაძეს საგამოძიებო კომისიის პატივისცემისკენ მოუწოდა

82

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია შს მინისტრ გიორგი გახარიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს საგამოძიებო კომისიის პატივისცემისკენ მოუწოდებს. ბოკერიამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გიორგი გახარიამ უმცირესობის წევრის ირაკლი აბესაძის კითხვებს ასეთი მოკლე პასუხები გასცა: „დიახ, ვიცი! დიახ, დღეს უკვე ვიცი და ა.შ.“

„ვადევნებდით თვალყურს, როგორ სცემდა კითხვებს პასუხებს ბატონი გახარია. ძალიან გთხოვთ, პატივი ეცით კომისიას. რა კითხვასაც დაგისვამენ, იმ კითხვაზე უპასუხეთ და თქვენი ნოტაციები, პოლიტიკური შეფასებები, რაიმე მოსაზრებები თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით და ვისთვის უნდა გვეკითხა, ეს თქვენი უფლებაა სხვაგან გამოთქვათ, მაგრამ ამის გამო პროცესს ნუ გააჯანჯლებთ. გთხოვთ, გაგვცეთ პასუხი რასაც გკითხავენ – ეს არის პატივისცემა კომისიის და არა მარტო მობრძანება,“ – მიმართა ბოკერიამ შს მინისტრსა და ყოფილ მთავარ პროკურორს.

ამ წუთებში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიასა და ირაკლი შოთაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები