LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ოთხოზორიას დედა – უმადურობა იქნება, რომ ვთქვა, სახელმწიფომ არაფერი გააკეთა, თუმცა არანაირი შედეგი არ დამდგარა

112

გიგა ოთხოზორიას დედის განცხადებით, მიუხედავად ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა, სახელმწიფომ თავიდანვე არ გამოიჩინა ნება და საკითხი სათანადო სიმაღლეზე არ აიყვანა.

„ველოდებოდი, რომ ყველაფერი გაკეთდებოდა, რათა დამნაშავისა და მისი დამქაშებისთვის ეჩვენებინათ, რომ უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა არავის შერჩებოდა. უმადურობა იქნება, რომ ვთქვა, სახელმწიფომ არაფერი გააკეთა, თუმცა არანაირი შედეგი არ დამდგარა“, – აღნიშნა ჯულიეტა ჭანტურიამ.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. ოთხოზორიას საფლავზე მისი ახლობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. ჯულიეტა ჭანტურიას თქმით, უშუალო მკვლელზე არანაკლებ დამნაშავეა სამი პირი, ვინც კანჯი ოღლის თან ახლდა. გიგა ოთხოზორიას დედის განცხადებით, მათ მიმართ საქართველოს საგამოძიებო უწყებას არანაირი კითხვა არ ჰქონია.

დღეს გიგა ოთხოზორიას საფლავზე მივიდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განცხადებით , ეს დღე ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკულია მათთვის და მიუხედავად ხელისუფლების ყველა მცდელობისა მკვლელი დღემდე დასჯილი არ არის.

„ჩვენ ყველანაირად ვეცდებით და ყველა საერაშორისო ასპარეზს ისევ გამოვიყენებთ, რომ მოხდეს მკვლელისა და მკვლელობაში სხვა მონაწილე პირების დაკავება. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და მთელ საქართველოს ვაჟკაცი ადამიანის ვერაგულად მკველობას“, – განაცხადა მამაუკა წოწერიამ.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 2016 წლის 19 მაისს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ კი რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები