LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი დედალამაზიშვილის ქალიშვილის დებიუტი სცენაზე (ვიდეო)

46

Ardaidardo.Ge

19 ივნისს, კიევში, ჯგუფმა „მგზავრები“ გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი გამართეს, გულის მანკით დაავადებული პატარებისთვის. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, ისევე, როგორც ჯგუფის ყველა ღონისძიება ტარდება უკრაინაში, სადაც ბიჭები დიდი ხანია, მუშაობენ და უამრავი გასტროლი აქვთ სხვადასხვა ქალაქში.


გიგის მეუღლე, მარინა კარპი, შილთან, ლიზისთან ერთად, ამჟამად კიევში იმყოფება. მარინა ფოტოგრაფია და მუშაობს, დედა-შვილი იქ ექვს თვეს გაატარებენ, გიგი კი ხშირად ჩადის მეუღლისა და პატარა ლიზიკოს მოსანახულებლად.

რაც შეეხება საქველმოქმედო კონცერტს, გიგის პატარა გოგონა პირველად დაესწრო მამიკოს კონცერტს. გიგიმ ის სცენაზე აიყვანა და აუდიტორიას გააცნო. ასე რომ, ლიზის დებიუტი სცენაზე უკვე შედგა.


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები