LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი დედალამაზიშვილს შვილი შეეძინა, რა დაარქვეს ახალშობილს?

70

დღეს დილით „მგზავრები“–ს სოლისტს გიგი დედალამაზიშვილს და მის მეუღლეს, მარინა კარპის პირველი შვილი შეეძინათ. გოგონა ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა და მარინას საკეისრო კვეთა დასჭირდა.  მან დაგეგმილზე ადრე იმშობიარა, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პატარას სახელი ორივე მშობელმა ერთობლივად შეარჩია და მას ლიზა დაარქვეს. პატარა ლიზას მამიდამ ნინიმ გვითხრა, რომ მისი ძმა ძალიან ბედნიერია.

აღსანიშნავია, რომ გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპის სიყვარულის ამბავი 5 წლის წინ დაიწყო, სწორედ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა წყვილმა ეს იუბილე.  ისინი ორი წელია, რაც დაქორწინებულები არიან. მარინას და გიგის ვულოცავთ ქალიშვილის შეძენას და პატარას ჯანმრთელობასა და ბედნიერებას  ვუსურვებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები