LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა 9 იანვარს გათავისუფლდება

37

გიგი უგულავა 9 იანვარს გათავისუფლდება. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილმერს პატიმრობის ვადა გაუნახევრა. მოსამართლემ გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, განაჩენში ცვლილება შევიდა, გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი კი კვლავ გამართლებული დარჩა.

გიგი უგულავას პატიმრობის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდება.

გამამტყუნებელი განაჩენი ადვოკატებმა გაასაჩივრეს, გამამართლებელი ნაწილი კი, პროკურატურამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები