LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა: “ჩვენი მოძრაობა არის თავზეხელაღებული, თავისუფალი ადამიანების მოძრაობა”

86

დღეს  პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართა.  პარტიის გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი გიგი უგულავაა.
მისი თქმით, მოძრაობას ჰქვია „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ იმიტომ რომ ქართველი ადამიანისთვის სიტყვა თავისუფლება არის ყოველთვის ყველაზე ძვირფასი. “ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ყოველდღიურად ვიბრძვით თავისუფლებისთვის. საქართველოს არსებობა ყოველთვის იყო და არის სვლა თავისუფლებისკენ და ეს ნიშნავს მოძრაობას ევროპისკენ, როგორც სიმბოლისკენ ამ თავისუფლების. არანაირი ეკონომიკური კეთილდღეობა, არანაირი წინსვლა და პროგრესი თავისუფლების გარეშე არ არსებობს. არსად ჩვენ რეგიონში თავისუფლების წყურვილი არ არის ისეთი დიდი და ძლიერი, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეში. ჩვენ შეგვიძლია ბევრ უბედურებას, გაჭირვებას გავუძლოთ, მაგრამ თავისუფლებას არასდროს დავთმობთ და ჩვენი მოძრაობა არის ასეთი, ძლიერი, თავზეხელაღებული თავისუფალი ადამიანების მოძრაობა, რომლებიც მშვიდობიანად, მაგრამ აუცილებლად ჩაანაცვლებს ამ უნიათო მთავრობას, რომელიც მხოლოდ ჭაობს გვთავაზობს. საქართველო არასდროს იქნება ქვეყანა, რომელიც დაემსგავსება ჭაობს”, – განაცხადა უგულავამ.

პოპულალურები