LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა “ციხეებში მომხდარ უბედურებებზე” პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს

85

”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა მეგის ქარდავასთან დაკავშირებით.

“ფაქტია, რომ ციხეებში ბევრი უბედურება ხდებოდა. პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ვინც ხელისუფლებაში ვიყავით. ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ეს, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობაცაა, – აცხადებს გიგი უგულავა.

უგულავას თქმით, მას არ მოეწონა სააკაშვილის განცხადება, რომ ის საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას არ იცნობდა. ”ტექნიკურად შეიძლება მართლა არ იცნობდა მეგის ქარდავას, მაგრამ ეს განცხადება ხომ თავის თავში შეიცავს პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოშორებას?! მე ვთვლი, რომ არასწორია. ცნობით არც მე ვიცნობდი იმ ადამიანს. ბევრი გაზვიადებაც შეიძლება იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ციხეებში ბევრი უბედურება ხდებოდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ვინც ხელისუფლებაში ვიყავით. მე მერი ვიყავი, საერთოდ არ მეხებოდა, მაგრამ მე ეს მტკივა. ეს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, ეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, ამიტომ გვერდზე გადაგდება არასწორია. ამას ჩვენ არ ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ მე უფრო მეტი უფლება მაქვს, ეს გავაკეთო. განსხვავება ზუსტად ეს არის და ამიტომაც გამოვეყავით. მე ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მტკივა და მინდა მე თვითონ გამოვასწორო. არ მჯერა, რომ ამას გამოასწორებს ”ქართული ოცნება”, რადგან ”ქართულმა ოცნებამ” სასამართლო გამოიყენა მარტო შურისძიებისთვის, არ გამოუყენებია მართლმსაჯულების ინტერესებისთვის”, – განაცხადა უგულავამ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის მეგის ქარდავას არასდროს შეხვედრია და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან იცის.

პოპულალურები