LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა : ”მე როგორც გავარკვიე, მიშა უკრაინაში არ არის”

47

გიგი უგულავას მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა სურს, თუმცა, მისი ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში აღარ იმყოფება.

 
”მე როგორც გავარკვიე, მიშა უკრაინაში არ არის, მე მართლა მაქვს გულწრფელად სურვილი, რომ შევხვდე და თუ ერთი პროცენტი არსებობს იმისი, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, მაშინ ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მე ამ აზრზე ვარ და დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგების უდიდესი ნაწილი მაინც ყველა მხრიდან ამ აზრზეა. ჩემთვის აბსოლუტურად უდავოა, რომ ეს პროცესი სწრაფად უნდა დასრულდეს, რადგან ამ ქვეყნის პრობლემა არაა ”ნაციონალური მოძრაობის” შიდა დაპირისპირება, ამ ქვეყანას აქვს ფუნდამენტური პრობლემა და ეს არის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი”, – განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის წევრებს შეხვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები