LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა მთავრობას პოლიტიკური ამნისტიისკენ მოუწოდებს

49

გიგი უგულავა მთავრობას პოლიტიკური ამნისტიისკენ მოუწოდებს. როგორც უგულავამ ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, ამ ნაბიჯით მთავრობა შეძლებს გადაშალოს ახალი ფურცელი.

“სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები და ერთობლივი ამოცანაა ეს პროცესი დასრულდეს. მინდა ყველამ გააცნობიეროს, სანამ ჩვენს ქვეყანას ეყოლება პოილიტპატიმრები, პოლიტიკა იქნება უკიდურესად რადიკალური. იქნება მწვავე დაპირისპირება და პასუხისმგებელი იქნება უმრავლესობა და მთავრობა.  აუცილებელი ნაბიჯია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს ყველაზე ადვილად შეუძლია მთავრობას და ხელისუფლებას თუ ის გადადგამს ვაჟკაცურ ნაბიჯს და გამოაცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას”, – განაცხადა უგულავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები