LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გილოცავთ ბავშვებო: რონალდომ ტყუპებს პირველი დაბადების დღე მიულოცა (ფოტო)

122

პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ თავის ტყუპებს ევას და მატეოს პირველი იუბილე მიულოცა – 5 ივნისს ბავშვებს ერთი წელი შეუსრულდათ.

პორტუგალიელმა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საყვარელი საოჯახო ფოტო გამოფინა, სადაც აუზში თავის დიდ ოჯახთან ერთად პოზირებს. ფოტოზე არიან: ტყუპები ევა და მატეო, უფროსი ვაჟი კრიშტიანო-უმცროსი, საცოლე ჯორჯიანა როდრიგესი და პატარა ქალიშვილი ალანა მარტინა.

„ჩემი შვილები ევა და მატეო დღეს პირველ დაბადების დღეს აღნიშნავენ! გილოცავთ ჩემო ძვირფასებო“, – დაწერა კრიშტიანომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები