LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გინდათ მანჩესტერის მაისურები, წამოგვყევით ლივერპულში

58

„მანჩესტერ იუნაიტედი“ თითოეულ გულშემატკივარს მაისურს აჩუქებს, ვინც გუნდს ლივერპულში თამაშზე გაყვება.

ევროპის ლიგის პირველ მერვედფინალში დაახლოებით სამი ათასი გულშემატკივარი ჩავა მანჩესტერიდან.

როგორც ჩანს, „წითელ ეშმაკებს“ „ენფილდის“ წითელ ზღვაში პატარა თეთრი კუნძულის გაკეთება სურთ. ამიტომაც მაისურებს თავად კლუბი გამოყოფს.

რაღაც ამდაგვარი გააკეთა „სანდერლენდმა“ ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურში „ვესტ ჰემის“ წინააღმდეგ.

„ლივერპული“-„მანჩესტერის“ მატჩზე სტუმართა ბილეთების ქვოტა სამი ათასზე ოდნავ ნაკლებს შეადგენს.

მატჩი კი „ენფილდზე“ 10 მარტს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები