LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიო ხუციშვილი: „ახალ წელს ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა…“

47

გიო ხუციშვილი ახალ წელს მუდამ კონცერტებზე ხვდება. 2017 წელს სიახლით ხვდება, ახალი ბენდი ჰყავს და დიდი რეპერტუარი, რომელსაც 13 იანვარს „ივენთ ჰოლში“ მისულ მსმენელს წარუდგენს.

„არ დაიდარდო“ მომღერალს საახალწლო ტრადიციებსა და გეგმებზე ესაუბრა.

გიო, სად გამოდიხართ 31 დეკემბერს?

მე გავაკეთე ახალი ბენდი, რომელსაც ჰქვია „გიო +“, ჩემთან ერთად არის ძალიან კარგი მუსიკოსი, ზურა მახნიშვილი, რომელსაც ქართველი ქუინსი ჯონსად მივიჩნევ (იღიმის) და დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა. ძალიან კარგი მუსიკოსები შევკრიბე. ქართული სიმღერები ისე გავაკეთეთ, რომ ახალგაზრდებისთვისაც მოსაწონი იყოს, სხვანაირი ტემპი მივეცით.

31 დეკემბერს ჩვენი მოსმენა შეიძლება ფუნიკულიორის რესტორანში, იქ ვიქნებით 12 საათიდან. ამავე შემადგენლობით გვაქვს კონცერტები პირველ და ორ ინავრას, ძველით ახალ წელს, 13 იანვარს კი, „ივენთ ჰოლში“, გვაქვს ბენდის პრეზენტაცია, წარვადგენთ 20 სიმღერას. ჯერ ალბომს ვერ მოავსწრებთ, მაგრამ ლაივში შევასრულებთ ყველა სიმღერას. იხილეთ სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები