LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიო ხუციშვილი ბენდთან ერთად „ანდერვილში“ იმღერებს

86

9 ივნისს, გიო ხუციშვილი თავის ბენდთან ერთად „გიო +“ კონცერტს გამართავს. ღონისძიება საღამოს რვა საათიდან კლუბში „ანდერვილი“ იგეგმება.

გიო ხუციშვილი საკმაოდ ხანია, ბენდთან ერთად მუშაობს, თავისი ძველი კომპოზიციებიც ახლებურად გააკეთა მუსიკოსებთან ერთად და ასევე სხვადასხვა ქართული სიმღერის ახალ ინტერპრეტაციებსაც გვთავაზობს.

გიო ხუციშვილი პერიოდულად მსმენელს სიახლეებით ანებივრებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ჰქონდა ჯგუფი სახელად „გიო და ბიჭები“, რომლებთან ერთადაც ალბომი გამოსცა, მანამდე სოლოშესრულებასა და დუეტებს ანიჭებდა უპირატესობას, ახლა კი ბენდთან ერთად გამოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები