LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიო ხუციშვილმა ყველას შეგვახსენა, რომ მთავარი სიყვარულია და ერთად ყოფნა…“

30

გიო ხუციშვილის კლიპის პრემიერა რამდენიმე დღის წინ შედგა და მას უამრავი ადამიანი დაესწრო. „ზღაპარ იყო“, რომელიც ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო, რამდენიმე ცნობილ წყვილს აერთიანებს, მათ შორის კახა კანდელაკსა და ლენა იავორსკაიას, რეზი არველაძესა და თეონა თავართქილაძეს, ზურა ხიზანიშვილსა და სალომე ღვინიაშვილს, ვახო ნიკოლაიშვილსა და სალომე გოგიაშვილს და ა.შ.

კლიპის ჩვენებასთან ერთად, შედგა ეკა ხოფერიას „სითიმენის“ პრეზენტაციაც, რომლის გარეკანზე სწორედ გიო ხუციშვილია გამოსახული.

გიო ხუციშვილი:

ძალიან ემოციური საღამოა, იმიტომ რომ, ბევრი რამ შევძელით და გავაკეთეთ. „სითი მენი“ ეკას დამსახურებაა. კლიპი გადავიღეთ ახალ სიმღერაზე, ახალი დისკის პრეზენტაციაც გვაქვს. მიხარია, რომ ასაკთან შედარებით არ ვჩერდები და სიახლეები მაქვს. ეს ჩემი მეგობრების, მთელი თბილისის დამსახურებაა, რომლებიც სტიმულს მაძლევენ, რომ ფორმაში ვიყო.

ეკა ხოფერია:

როდესაც გიომ მითხრა, რომ გეგმავდა ახალი დისკის პრეზენტაციას და აღნიშნა, რომ არ იქნებოდა ცუდი, თუ პრეზენტაციას ერთად მოვიფიქრებდით, იმთავითვე გამიჩნდა იდეა, რომ „სითი მენის“ ყდაზე გამოჩენილიყო. შემდეგ მეგობრებმა გადაიღეს კლიპის მის ახალ სიმღერაზე. ვიფიქრე, რომ ამ ყველაფერს რაღაც აკლდა. მქონდა დაგეგმილი სამომავლოდ, მაგრამ გადავწყვიტე, რომ „გიო პლუსით“ დაიწყო ჩემი ახალი გადაცემის „აუდიტორიის“ წარდგენა მაყურებლის წინაშე.

ლელა წურწუმია:

გული დამწყდა, რომ მე და მამულიჩა კლიპში უნდა ვყოფილიყავით, თუმცა სამწუხაროდ, ავად ვიყავი და ვერ მივედი გადაღებაზე… მინდა, გიო ისე იყოს, როგორც მას და მის გულს უნდა. თავის თავს ყველაზე მეტს უსურვებს ალბათ…

დათო ევგენიძე:

ამ კლიპში იყო ის, რაც ყველას მოგვენატრა, ბედნიერი წლები… გიომ ყველას შეგვახსენა, რომ მთავარი სიყვარულია და ერთად ყოფნა. კიდევ ბევრ რაღაცას გააკეთებს და ეს არის ახალი გზის დასაწყისი მისთვის. გიო ხუციშვილი ის ადამიანია, რომელიც ცვლის ბედისწერას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები