LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი აბაშიშვილი: “შსს-ს მხრიდან მაქსიმალურად პროპორციულად იყო ძალა გამოყენებული”

39

შს სამინისტროს მხრიდან მაქსიმალურად პროპორციულად იყო ძალა გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც გუშინ, ბათუმში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

„ ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად იქნა აცილებული ის ზიანი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო წარმოდგენილი დაზარალებული მოქალაქეების სახით. ბუნებრივია, ყოველთვის ყველაფერი ბუნებაში ტოვებს გარკვეულ შემთხვევაში უკეთესის სურვილს, მაგრამ ამ ეტაპისთვის, ვფიქრობ, შს სამინისტროს მხრიდან მაქსიმალურად პროპორციულად იქნა ძალა გამოყენებული“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები