LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ახვლედიანი “ქართული მარშის” დაგეგმილ აქციებს იწონებს

108

“რეალურად ბრძოლა ქართული მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის წინააღმდეგ არ არის დასრულებული და სრულიად ახალ ეტაპზეა ასაყვანი,” – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” წარმოამდგენელმა, გიორგი ახვლედიანმა, “ქართული მარშის” მიერ დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ქართული მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვის მისაღწევად ბრძლა კონსტიტუციით დაშვებული ყველა მეთოდით არის საჭირო, მათ შორის აქციებითაც.

„რეალურად რომ ვთქვათ, ქართული მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით ბევრი არაფერი შეიცვალა, ხელისუფლებამ მოიტყუა, როცა გვითხრა, რომ აკრძალავს ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვას კონსტიტუციით. მან შემოგვაჩეჩა ის, რომ ბანკების  და მიკროსაფინანსოების მეშვეობით შეიძენენ უცხოელები მიწებს,” – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები