LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ცაგარელი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ტოვებს – „ძალიან მომენატრებით…“

935

ალტისტი გიორგი ცაგარელი წერს, რომ როგორც ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წევრი, თავის ბოლო კონცერტს 15 მაისს გამართავს. ამის შესახებ მისი „ფეისბუქ“-სტატუსიდან გახდა ცნობილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ძვირფასო მეგობრებო და გულშემატკივრებო! 15 მაისს შევასრულებ გია ყანჩელის ლეგენდარულ STYX-ს! ეს შესრულება ძალიან სიმბოლური იქნება, ვინაიდან ბოლოჯერ წავრდგები სცენაზე თქვენ წინაშე როგორც ეროვნული სიმფონიური ორკესტრის Artiste in Residence (რეზიდენტარტისტი, სოლისტი). ბოლო 3-ნახევარი სეზონის განმავლობაში რამდენიმე ათეული დაუვიწყარი კონცერტი ჩავატარე მათთან ერთად. ძალიან ვამაყობ, რომ ზუსტად ჩემი მათთან თანამშრომლობის პერიოდში ეს ორკესტრი გახდა ყველაზე წარმატებული! დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო წარმატებული გახდება!

მეორე მხრივ კი იმითაა განსაკუთრებული 15 მაისის კონცერტი ჩემთვის, რომ 10 წელი უსრულდება ჩემი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანამშრომლობას!

ძალიან კარგად მახსოვს მათთან ერთად ჩემი პირველი კონცერტი…

10 წლის წინ… ალფრედ შნიტკე…

კონცერტი ვიოლასა და სიმფონიური ორკესტრისთვის…

დიდი მადლობა ნიკოლოზ რაჭველს, დიდი მადლობა ორკესტრის თითოეულ წევრს, დიდი მადლობა ნინო ნახუცრიშვილსა და ეროვნული მუსიკალური ცენტრის თითოეულ თანამშრომელს!

ძალიან დიდი მადლობა! ძალიან მომენატრებით…

ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც რაღაც მთავრდება, რაც ალბათ იმას ნიშნავს, რომ რაღაც ახალი იბადება და ვითარდება…

ისე ამ ყველაფერს კი ძალიან სიმბოლურ-დრამატულ-რომანტიკულ ხაზს გია ყანჩელის STYX მატებს…

✔მანამდე კი 10 მაისს დიმიტრი შოსტაკოვიჩის ბოლო ნაწარმოებს შევასრულებ ქსენია ბაშმეტთან ერთად რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, ხოლო 13 მაისს კონსერვატორიის 100 წლის იუბილეზე ედიშერ სავიცკისთან ერთად კონსერვატორიის დიდ დარბაზში სოსო ბარდანაშვილსა და ასტორ პიაცოლას!“ – აღნიშნავს მუსიკოსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები