LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჭანტურიას დის ინფორმაციით, მისი ოჯახის წევრები გამოკითვაზე კვლავ დაიბარეს

133

გიორგი ჭანტურიას და, მარიამ ჭანტურია აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრები პოლიციაში გამოკითხვის მიზნით დღეს კვლავ დაიბარეს. ისინი საგამოძიებო უწყებაში საღამოს 18:00 საათამდე უნდა მივიდნენ.

რაც შეეხება რუსთავში გიორგი ჭანტურიას ბინის ჩხრეკას, ექსპერტ-კრიმინალისტებმა და გამომძიებელმა ჭანტურიების სახლი უკვე დატოვეს. ასევე მოხდა გიორგი ჭანტურიას კუთვნილი ავტომობილის დათვალიერება.

ჭანტურიას საცხოვრებელი სახლიდან გამოსული გამომძიებლის განცხადებით, ბინის განმეორებით ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ არის, ამოღებულია მხოლოდ სხვადასხვა ნივთები, რომლებიც ექსპერტიზაზე გადაიგზავნება.

სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას სახლში ჩხრეკას ორსაათნახევარი აწარმოებდნენ. ჩხრეკა ჩატარდა თბილისშიც მცხეთის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას მეუღლის საცხოვრებელ ბინაში.

გიორგი ჭანტურიას და იმედოვნებს, რომ მის ძმას ისევ არ დააკავებენ.

გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, გიორგი ჭანტურიას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

პოპულალურები