LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჭანტურიას შსს-ს მოადგილე მკვლელობის აღიარებას სთხოვდა – ადვოკატი

107

ყოფილ პროკურორს, გიორგი ჭანტურიას, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახაბერ საბანაძე, მკვლელობის აღიარებას სთხოვდა, – ეს განცხადება ჭანტურიას ადვოკატმა გააკეთა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

ალექსანდრე კობაიძე ყვება, რომ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი ჭანტურიას მაშინ შეხვდა, როდესაც ის დაკითვაზე ხელმეორედ დაიბარეს.

ნამდვილად იყო მაღალჩინოსანი კახა, რომელიც მინისტრის მოადგილე აღმოჩნდა და მან გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა. ამ ფაქტს ჩვენ ვადასტურებთ, რა თქმა უნდა, ეს გამოსაძიებელი ფაქტია და, იმედი მაქვს, რომ ამით გამოძიება დაინტერესდება და მოახდენს შესაბამის, ადეკვატურ რეაგირებას,“ – აცხადებს გიორგი ჭანტურიას ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე.

პარალელურად, დღეიდან განახლდება სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რუსთავში, მდინარე მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები. პროცესი დღის ბოლოს ხილვადობის გაუარესებისა და დაბალი ტემპერატურის გამო შეწყდა. ეძებენ თუ არა სამარალდამცველები იარაღს მდინარეში – შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალებზე ამ დრომდე არ საუბრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები