LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩხეიძე: ქართული პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე უფრო მოთხოვნადი ხდება

549

“ქართული აგრარული პროდუქცია სულ უფრო მეტად მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის”, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ კონფერენცია „ბრენდინგის სტრატეგიები“ მონაწილეებს მიმართა.

მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, საქართველომ წინსვლა და ახალი გამოწვევების გადალახვა შეძლო.

ჩხეიძემ ასევე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ბაზრების დივერსიფიკაცია მოხდა.

„საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, მარკეტინგულ აქტივობებს ვახორციელებთ; გაზრდილია ქართული პროდუქციის ცნობადობაც. მიმდინარეობს მუშაობა აგრარული პროდუქციის ბრენდირების მიმართულებით, რადგან მოგეხსენებათ, ბრენდინგი წარმატებული მარკეტინგის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.

კონფერენციის მიზანია ქართველი მეწარმეები და ფერმერები გაეცნონ გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქციის უპირატესობებს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ბაზარზე. კონფერენციის ორგანიზატორები საქპატენტი და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაა (WIPO).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები