LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩოგოვაძე: ზაფხულის სეზონზე საქართველოში სასტუმროები თითქმის სრულად დაჯავშნულია

53

ტურისტული სეზონისთვის, საქართველოს მასშტაბით, სასტუმროების უდიდესი ნაწილი უკვე დაჯავშნულია და გარკვეულ თარიღებში, ტურისტებისთვის თავისუფალი ნომრების პოვნა უკვე პრობლემას წარმოადგენს. ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ტურისტების საქართველოთი დაინტერესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის მარკეტინგული აქტივობებია, რომლებიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა ქვეყნებში ჩაატარა.

”გარდა მარკეტინგული აქტივობებისა, ჩვენ მიერ წამოწეული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევამ, როგორიცაა სავიზო რეგულაციების გამარტივებაა, ახალი ტურისტული ნაკადები შექმნა. გარდა ტრადიციული ბაზრებისა, ჩვენ აქცენტები ისეთ ქვეყნებზე გავაკეთეთ, საიდანაც დამატებითი ნაკადების შემოყვანა შეგვეძლო. ასეთ ბაზრებად სპარსეთის ყურის ქვეყნები, ინდოეთი და რამდენიმე ისეთი ქვეყანა განისაზღვრა, სადაც ჩვენ აქამდე მარკეტინგული აქტივობები არასოდეს გაგვიკეთებია”, – განმარტა ჩოგოვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველოში 400-ზე მეტი უცხოელი ჟურნალისტი ჩამოვიდა.

”ასევე მოხდა იმ ავიაკომპანიების წახალისება, რომლებიც საქართველოში აპირებენ ოპერირების დაწყებას. სწორედ ამ კომპლექსურმა ნაბიჯებმა განაპირობა, რომ უკვე 12 თვეა საქართველოში ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა მუდმივად იზრდება”, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები