LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გაბუნიას მორიგი ხმაურიანი მონოლოგი – „ქართველი პოლიტიკოსები ჩახოცავენ ერთმანეთს, არ არის ცუდი იდეა…“

283

„კურიერ პ.ს.“-ში პურობის ტრადიციაზე საუბრისას გიორგი გაბუნიამ მორიგი ხმაურიანი გამონათქვამებით დახუნძლული მონოლოგი შემოგვთავაზა. ქართული პურუობის ტრადიციაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ გადაცემის ჟურნალისტმა პოლიტიკოსები ამ თემაზე ცალ-ცალკე ჩაწერა, რადგან მათი ერთად ჩაწერა, თანაც, ალკოჰოლის ფონზე, მისი აზრით, შეუძლებელი იქნებოდა.

გთავაზობთ გიორგი გაბუნიას მონოლოგს მოულოდნელი დასასრულით:

„ის, რაც აქამდე თქვენთვის შესაძლოა, მხოლოდ მორიგი დროის ტარება იყო, სრულიად სხვა სტატუსის მატარებელი გახდა. ამიერიდან, ყოველთვის, როდესაც თქვენ სუფრას მიუსხდებით, უნდა გახსოვდეთ, რომ ისტორიულ ძეგლს ეხებით. ქართული პურობის ტრადიცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს, შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია შეისწავლოს, დაიცვას და პოპულარიზაციას გაუწიოს ჩვენებურ სუფრას. ძეგლის სააღრიცხვო ბარათში დეტალურადაა გაწერილი, როგორ უნდა იქცეოდნენ სუფრის მონაწილეები, მომსახურე პერსონალი და რაც მთავარია, თამადა.

სპეციალურად „პოსტ სკრიპტუმისთვის“ მაია ლომიძემ ცნობილი ქართველი თამადები ერთ მაგიდასთან შეკრიბა და ასეთ საზეიმო ვითარებაში მოისმინა მათი სადღეგრძელოებიც და მათი აზრიც სუფრის შესახებ.

პარალელურად, მაიამ სხვადასხვა გუნდის პოლიტიკოსებსაც სთხოვა ერთი-ორი სიტყვა ქართულ პურობაზე. ოღონდ ისინი სხვადასხვა ადგილზე ჩაწერა. მათი ერთად შეკრება, რა თქმა უნდა, არც უცდია. ჩვენი პოლიტიკოსები ფხიზლებიც ურტყამენ ხოლმე ერთმანეთს და ეგენი რომ ერთ მაგიდასთან დასვა და კიდევ დაალევინო, აუცილებლად ბოლომდე შეარულებენ ქართული სუფრის ტრადიციას, იმ მუხლებსაც, რომლებიც არანაირ სააღრიცხვო ბარათში არ წერია. ბოლოს აუცილებლად იჩხუბებენ და ჩახოცავენ ერთმანეთს, არ არის, სხვათა შორის, ცუდი იდეა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები